საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. ის მდიდარია ულამაზესი პეიზაჟებითა და ისტორიული ძეგლებით. აქ თქვენ გელოდებათ გემრიელი კერძები, ნამდვილი ქართული ღვინო და წარმოუდგენელი სილამაზის ბუნება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაცნობა ძალზე მოსახერხებელია კერძო ავტომობილით.
თუ სამთო თავგადასავლები გიზიდავთ, საქართველოში მოგზაურობისას ყველაზე მოხერხებულია ჯიპის ტიპის ავტომობილით გადაადგილება, ბარში მოგზაურობისას ნებისმიერი ტიპის ავტომობილით შეიძლება სარგებლობა, რადგან გზების უმეტესობა მოწესრიგებულია, ახალი დაგებულია და საშუალებას გაძლევთ მარტივად და სწრაფად გადაადგილდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგზაო მოძრაობის საერთაშორისო წესები მოქმედებს, მანქანის მართვისას, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სიტუაციებისთვის აქ უცხო როდია სამხრეთული ტემპერამენტი. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი გზაზე ემოციურ მძღოლებს შეხვდებით, რომლებსაც ყოველთვის და ყველგან მიეჩქარებათ. ასევე, არ გაიკვირვოთ, თუ ვინმე კიდევ ერთხელ შეეცდება დაგითმოთ გზა.
ნავიგაციისთვის ყველაზე მოსახერხებელია GPS-ს გამოყენება, მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ გამოიკვლიოთ თვალისგან უხილავი, განმარტოებული ღირსშესანიშნაობები, გირჩევთ გზა ადგილობრივ მოსახლეობას ჰკითხოთ. საქართველოში ხალხი ძალზე კეთილგანწყობილია და უმეტეს შემთხვევაში სიამოვნებით მიგასწავლიან გზას. რაც მთავარია, სწორ გზას :)
საქართველოში მძღოლისთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გაექცეს ცდუნებას, მიირთვას ერთი-ორი ჭიქა ნატურალური ღვინო. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ძალიან მკაცრად ისჯება.
საქართველოში საგზაო წესრიგს თვალყურს ადევნებს საგზაო პატრული. მათი ავტომობილები ყოველთვის აღჭურვილია ჩართული ციმციმათი, რაც მათ შესამჩნევს ხდის გზაზე, როგორც დღისით, ასევე ღამით. საქართველოში პატრულთან ურთიერთობის დროს არავითარ შემთხვევაში არ შესთავაზოთ “პრობლემის ადგილზე გადაწყვეტა“ (ქრთამი!) :) ამან შეიძლება დიდი პრობლემები შეგიქმნათ, ასე რომ, ჯობს არ დაარღვიოთ საგზაო მოძრაობის წესები, ხოლო თუ ეს მაინც მოხდება, ჯარიმა საქართველოს ტერიტორიაზე ბანკის ნებისმიერ განყოფილებაში შეგიძლიათ გადაიხადოთ. ასევე, გზაზე ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, ნუ შეგეშინდებათ მიმართოთ პატრულს.
პარკირება:
თბილისში თქვენ დაინახავთ პუნქტირის ხაზით დახაზულ პარკინგის ადგილებს. ამ ადგილებით უზრუნველყოფას ახორციელებს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია"
კომპანია ETS CARS-ის ყველა ავტომობილი აღჭურვილია საფასურიანი ლიცენზიით, რათა ასეთი გასაჩერებელი ადგილებით სარგებლობა იყოს შესაძლებელი.
საქართველოში სიჩქარის შემდეგი შეზღუდვები არსებობს:
ავტომაგისტრალი: 110 კმ/სთ
ქალაქთაშორისი სტანდარტული გზები: 90 კმ/სთ
დასახლებული პუნქტების ფარგლებში: 60 კმ/სთ (თუ სხვა შეზღუდვები არ არის)
გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას საქართველოში!
ზღვის სანაპირო, ძველი ციხე-სიმაგრეები, მთაგორიანი ხედები და ადგილობრივი სამზარეულო, ქართველი ხალხის შეუდარებელ კ...
აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე პოპულარული მარშრუტები, რა თქმა უნდა, კახეთში ეწყობა. მეღვინეობის სამშობლოში ულამაზესი...
საქართველოს ყველა კუთხე თავისი განსაკუთრებულობით, ბუნებით და ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. რისი ნ...