აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე პოპულარული მარშრუტები, რა თქმა უნდა, კახეთში ეწყობა. მეღვინეობის სამშობლოში ულამაზესი ვენახებით, მონასტრებითა და ნაკრძალებით.
კახეთში ავტომობილით მოგზაურობა ძალზე მოსახერხებელია. თქვენ თავად შეგიძლიათ ამოირჩიოთ თქვენთვის საინტერესო ღვინის საწარმოები, დაგეგმოთ მარშრუტი ისტორიულ ადგილებში, ესტუმროთ ნაკრძალს ან ტბასთან ახლოს, მზეზე გაატაროთ უქმეები.
გულგრილს არ დაგტოვებთ სიღნაღი - კახეთის მარგალიტი, ძალზე მყუდრო, პატარა ქალაქი. ძალიან ძნელია არ შეგიყვარდეთ მისი მიხვეულ-მოხვეული ქუჩაბანდები, მოჩუქურთმებული ჭიშკრები და დაუვიწყარი ხედები. აქ რესტორნებისა და კაფეების დიდი არჩევანია, სადაც ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და ნატურალურ კახურ ღვინოს გვთავაზობენ. ქალაქის ცენტრში მდებარეობს მუზეუმიც, სადაც შესაძლებელია ნაწილობრივ გაეცნოთ საქართველოს ისტორიას, მის კულტურას და ფერწერას.
სიღნაღიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი ბოდბეს მონასტერი. მონასტერში არის წმინდა ნინოს საფლავი, მისი სახელობის წყარო და სამკურნალო აუზი, რომელსაც არაერთი სასწაული და ჯადოსნური განკურნება მიეწერება.
მონასტრის გარშემო კვიპაროსის ბაღია გაშლილი, კავკასიონის მთების დაუვიწყარი ხედით.
კახეთში მდებარეობს VI საუკუნის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ამ მონასტერში მოსალოცად ჩამოდიან მორწმუნე ქრისტიანი მომლოცველები. კლდეში არსებული დავითგარეჯის გამოქვაბულები რამდენიმე კილომეტრის მანძილზეა უდაბნოში განლაგებული. მონასტერთან მისასვლელი გზა ახლახან იქნა მოასფალტებული და იქ მანქანით მისვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
კახეთისკენ ღვინის არაერთი მარშრუტი მიემართება. მრავალი ღვინის საწარმო, შატო თუ მსხვილი ღვინის ქარხანა მსურველებს საშუალებას აძლევს სასმელის მიღების მთელ პროცესს დააკვირდეს, დაწყებული ვენახიდან და ჭიქით დამთავრებული, გასინჯოს ტრადიციულად გემრიელი ქართული სამზარეულო.
კახეთში ასევე მდებარეობს ორი პოპულარული კურორტი ლოპოტასა და ყვარლის ტბებთან.
თუ თქვენ შეზღუდული ხართ დროში, მაინც არ ღირს, რომ მოგზაურობის სიამოვნება მოიკლოთ. შესაძლებელია თბილისის შემოგარენში მოკლე მარშრუტებზე მოგზაურობა პიკნიკზე ან უქმეებზე. მაგალითად, მშვენიერი არჩევანია ჯვრის მონასტრის მონახულება, აქედან დაუვიწყარი ხედი გადაიშლება არაგვზე და მტკვარზე ასევე ულამაზეს ქალაქ მცხეთაზე.
მცხეთა - საქართველოს ძველი დედაქალაქია, მყუდრო, მცირერიცხოვანი ქალაქი პატარა ქუჩებით, დიდი ტაძრებითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. იქ გასეირნება სასიამოვნოა. აქ შეიძლება აღმოაჩინოთ არაერთი საინტერესო სუვენირი, ღვინო, ჩურჩხელა და სხვა ქართული ნუგბარი.
აქვე ახლოსაა VI საუკუნის მონასტერი შიომღვიმე. მცხეთასა და მონასტერს შორის არსებული ფიჭვნარი კარგი ადგილია პიკნიკისთვის, სადაც შეძლებთ მწვადის შეწვას და დღის სასიამოვნოდ გატარებას.
ასევე თბილისიდან არცთუ შორს არის ანანურის ეკლესია. აქ წლის ნებისმიერ დროს გელოდებათ ჟინვალის წყალსაცავისა და მთის ლანდშაფტის თვალწარმტაცი ხედი.
თბილისის მახლობლად მდებარე ღირსშესანიშნაობებს შორის უნდა აღინიშნოს 3000 წლიანი ისტორიის მქონე კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე. ის გორიდან 10 კმ მანძილზე მდებარეობს. საკუთარი ავტომობილით შესაძლებელია მოასფალტებული გზით პირდაპირ მთის ძირას მისვლა.
თბილისში დაბრუნებისას, მცხეთისა და ნატახტარის რაიონში შესაძლებელია რომელიმე რესტორანში სავახშმოდ გაჩერდეთ. არაერთ მათგანს შეუძლია იამაყოს არა მხოლოდ დახვეწილი ქართული და ევროპული სამზარეულოთი, არამედ საინტერესო მუსიკალური პროგრამითაც.
საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. ის მდიდარია ულამაზესი პეიზაჟებითა და ისტორიული ძეგლებით. აქ თქვენ გელოდებათ გემრიელი კერძები, ნა...
საქართველოს ყველა კუთხე თავისი განსაკუთრებულობით, ბუნებით და ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. რისი ნ...
ზღვის სანაპირო, ძველი ციხე-სიმაგრეები, მთაგორიანი ხედები და ადგილობრივი სამზარეულო, ქართველი ხალხის შეუდარებელ კ...