ზღვის სანაპირო, ძველი ციხე-სიმაგრეები, მთაგორიანი ხედები და ადგილობრივი სამზარეულო, ქართველი ხალხის შეუდარებელ კოლორიტთან ერთად უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. ავტომობილით ტურიზმის შემთხვევაში, სამახსოვროდ დაგრჩებათ მრავალი ფოტოსურათი და ზღვაზე დასვენების უამრავი შთაბეჭდილება.
ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოშია თავმოყრილი. აქ გარემო ლამაზი, საინტერესო და თვითმყოფადია. აქ ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ, მთის მწვერვალებიდან დაწყებული, ზღვის სანაპიროზე სუბტროპიკებით დამთავრებული.
დასავლეთ საქართველოში აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოკაცის კანიონს, ჩახვიდეთ პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეებში... ეს ღირსშესანიშნაობები ქალაქ ქუთაისთან ახლოს მდებარეობს. იქით მიმავალ გზაზე თქვენ მთელი საბჭოთა კავშირისათვის საყვარელ კურორტს წყალტუბოს გაივლით. აქ დღესაც შეიძლება მინერალური აბაზანების მიღება და სამკურნალო წყლის დაგემოვნება.
პოპულარულ დასათვალიერებელ ადგილს წარმოადგენს მარტვილის კანიონი. აქ თქვენ შეგიძლიათ მთებს შორის ნავით გაისეირნოთ ჩანჩქერისაკენ, სამახსოვროდ გადაიღოთ ულამაზესი ფოტოები და მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები.
სამეგრელოში ნამდვილად ღირს დადიანების სასახლის მონახულება, რომელიც ულამაზესი ბოტანიკური ბაღით არის გარშემორტყმული. ბაღი ნამდვილ საუნჯეს წარმოადგენს. დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიაროს სამეფო სადგომებში და დაათვალიეროს ძვირფასეულობა, ცნობილი ევროპელი ოსტატების ნახატები, რელიგიური და ანტიკური რელიქვიები.
ვისაც სურს, მშვიდად გაატაროს დრო ველურ ბუნებაში, აუცილებლად უნდა ესტუმროს კოლხეთის ნაკრძალს და მის მთავარ ღირსშესანიშნაობას, პალიასტომის ტბას. აქ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ბუნების ულამაზესი ხედებით, ჩიტების ჟღურტულით და ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით გაატაროთ გამორჩეული დღე.
ავტომობილი მართლაც აუცილებელია ზღვაზე დასვენების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თქვენ მთელი შვებულების ერთ პლაჟზე გატარებას გეგმავთ. საკუთარი ავტომობილით გადაადგილებისას აქ თქვენ შეძლებთ ყოველ დღე ახალ პლაჟზე იბანაოთ, დაწყებული მაგნიტური პლაჟიდან შეკვეთილში, მწვანე კონცხის განცალკევებული პლაჟითა და ასევე გონიოსა და კვარიათის კამკამა წყლით დამთავრებული.
ბათუმის შემოგარენში უამრავი ლამაზი ადგილის ნახვაა შესაძლებელი. ძალიან საინტერესოა მოსანახულებლად აჭარის მთებში მტირალას ნაკრძალი მაღალი ჩანჩქერით, რეგიონალური კოლორიტითა და საინტერესო ფლორით.
მწვანე კონცხის ბოტანიკური ბაღი სასურველ ადგილს წარმოადგენს დღისით გასეირნებისთვის. აქ უამრავი საინტერესო მცენარეა თავმოყრილი მთელი მსოფლიოდან, რომელთა შორისაც მიემართება 3 კმ - იანი სიგრძის ბილიკი.
ბათუმთან სულ ახლოს მთებში ჩამალულა მდინარე მაჭახელას ულამაზესი ხეობა , თხილნარის ტყეები და თამარის ხიდები ქედას რაიონში, სადაც ნახავთ ჩანჩქერ მახუნცეს. აქ შეგხვდებათ მრავალი ტრადიციული რესტორანი და საოჯახო კაფე, რომლებიც ადგილობრივ აჭარულ სამზარეულოს შემოგთავაზებენ.
ჩვენი კომპანია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის თავის კლიენტებს, ამიტომაც თქვენ შეძლებთ პირდაპირ ბათუმში ან თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ადგილზე იქირაოთ ჩვენი ავტომობილი.
საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. ის მდიდარია ულამაზესი პეიზაჟებითა და ისტორიული ძეგლებით. აქ თქვენ გელოდებათ გემრიელი კერძები, ნა...
აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე პოპულარული მარშრუტები, რა თქმა უნდა, კახეთში ეწყობა. მეღვინეობის სამშობლოში ულამაზესი...
საქართველოს ყველა კუთხე თავისი განსაკუთრებულობით, ბუნებით და ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. რისი ნ...