თუ მოისურვებთ, ბუნების სრულყოფილ სილამაზეს ეზიაროთ, იხილოთ პირველქმნილი პეიზაჟის ველური მშვენიერება და მთების თვალუწვდენელი სივრცეები, თქვენ შეგიძლიათ ეს სურვილი სულ რამდენიმე საათში აისრულოთ და საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან კავკასიის მთებში მოხვდეთ. როდესაც მარშრუტის დაგეგმვას დაასრულებთ, ისღა დაგრჩებათ, რომ საიმედო ავტომობილი და რუკა მოიძიოთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ გაბედულად გაემართოთ სამთო თავგადასავლების საძიებლად.
იმ ღირსშესანიშნაობათა შორის, რისი ნახვაც აუცილებელია საქართველოში მოგზაურობისას, ერთ-ერთი პირველი გერგეთის სამების სამონასტრო კომპლექსია, რომელიც მდებარეობს სტეფანწმინდაში (ყაზბეგში) დიდი კავკასიონის ქედზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე. გერგეთის სამებიდან მთის ულამაზესი ხედები იშლება. მე-14 საუკუნის ეს მონასტერი საოცარი ადგილია ვიზიტორებისათვის. ამ მოგზაურობისას აუცილებელია თან იქონიოთ ფოტოაპარატი, რათა აღბეჭდოთ დაუვიწყარი პეიზაჟები.
შატილი - უნიკალური არქიტექტურის ძეგლი, შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მასთან მისასვლელი გზა მოკლე და პირდაპირი არ არის. იგი ალპური მთების ზონაში გადის. ამ მოგზაურობისას თქვენ გელოდებათ დათვის ჯვრის უღელტეხილიდან (2676მ) გადაშლილი ხედები, არაგვის ხეობის წარმოუდგენელი სილამაზე და შატილისა და მუცოს უნიკალური ციხე-კოშკები.
საქართველოს ზამთრის კურორტები - ბაკურიანი და გუდაური დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების სამთო-სათხილამურო ტრასები, აშენდა ყველა გემოვნებისა და შესაძლებლობის მქონე სტუმრის შესაფერისი სასტუმროები და რესტორნები. მაშინაც კი, თუ თქვენ თხილამურებით სრიალი არ გსურთ, სიამოვნებას მიიღებთ საბაგირო გზის ზედა წერტილიდან გადაშლილი თვალწარმტაცი ხედებით.
პოპულარული მთიანი რეგიონი რაჭა და მისი გამორჩეული კურორტი შოვი, საუცხოო ადგილია ოჯახური დასვენებისათვის. შოვი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰაერით, მინერალური წყაროებით, ზღაპრული ფიჭვის ტყეებით.
რაჭაში საოცარი ბუნების გარდა, თქვენ იხილავთ შაორის ტბას ასევე არქიტექტურულ ძეგლებს, მათ შორის სახელგანთქმულ ნიკორწმინდას, რომელიც მე-11 საუკუნეშია აგებული და უკვდავყოფილია ქართულ პოეზიაში.
სვანეთის რეგიონი მსოფლიოში განთქმულია არა მხოლოდ თვალწარმტაცი ბუნებით. თქვენ აქ გელოდებათ არქიტექტურული ძეგლები და საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალები - უშგული და შხარა, ადგილობრივი ტრადიციები და ავთენტური სამზარეულო. რეგიონულ ცენტრს სვანეთის ღირსშესანიშნაობებთან ათობით საავტომობილო მარშრუტი აკავშირებს. უნიკალური სვანური კოშკები, რომელთა უმეტესობა დღემდე საცხოვრებლად გამოიყენება, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
მთაში მოგზაურობა მინიმუმ 2 დღით უნდა დაგეგმოთ. სამგზავრო ტანსაცმლის შერჩევისას გაითვალისწინეთ მთის მკაცრი კლიმატი და ზაფხულშიც კი თან იქონიეთ საბანაო კოსტუმიც და თბილი ტანსაცმელიც.
ზღვის სანაპირო, ძველი ციხე-სიმაგრეები, მთაგორიანი ხედები და ადგილობრივი სამზარეულო, ქართველი ხალხის შეუდარებელ კ...
საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. ის მდიდარია ულამაზესი პეიზაჟებითა და ისტორიული ძეგლებით. აქ თქვენ გელოდებათ გემრიელი კერძები, ნა...
საქართველოს ყველა კუთხე თავისი განსაკუთრებულობით, ბუნებით და ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. რისი ნ...