კომპანია ETS-ის ავტომობილის მიღება შეიძლება ოფისებში, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ადგილი.
არჩეული ტრანსპორტის დასაქირავებლად წარმოდგენილი უნდა იქნას ლათინური ასოებით შედგენილი მართვის მოწმობა, რომელიც გაცემულია სულ მცირე ერთი წლის ვადით და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი პასპორტის სახით. აშშ-ს მოქალაქეებს მოეთხოვებათ მძღოლის საერთაშორისო მოწმობა.
ჩვენს კომპანიაში დაჯავშნა გამოიყენება მხოლოდ ავტომობილების გარკვეული ჯგუფისთვის, ამიტომ, სამწუხაროდ, ზუსტ მოდელზე გარანტიის მიცემა არ ხდება.
დასაქირავებელი ავტომობილის მიღება/ჩაბარების სპეციალური ოქმის ხელმოწერა სრულდება კომპანიის წარმომადგენლების მიერ, მხოლოდ მისი იმჟამინდელი მდგომარეობის სრული დაწვრილებითი შემოწმების შემდეგ. ავტომობილი ყოველთვის სუფთა მდგომარეობაში და საწვავის ავსებული ავზით იქნება თქვენთვის მოწოდებული.
სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დროს კომპანიის წარმომადგენელი ამოწმებს ავტომობილს მიღება/ჩაბარების ოქმის თანახმად. ავტომობილი უნდა დაბრუნდეს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ის იქნა დაქირავებული, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით.
ავტომობილის დაქირავების გაფორმებისას კლიენტის მხრიდან ყოველთვის ხდება დეპოზიტის შეტანა 330-400 ლარის ოდენობით, რაც ვარირებს ავტომობილის მოდელის შესაბამისად. ამასთან, კომპანია „ETS“-ის მიერ აუცილებლად იბლოკება ზემოაღნიშნული თანხა დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საკრედიტო ბარათიდან.
როდესაც დაქირავებულ და დაბრუნებულ ავტომობილს არ აღმოაჩნდება დანაკარგები და დაზიანებები, დეპოზიტის სახით დატოვებული თანხა დაბრუნდება დამქირავებლის საბანკო ანგარიშზე 14-21 სამუშაო დღის განმავლობაში.
პირი, რომელიც ავტომობილს ქირაობს არ უნდა იყოს 21 წელზე უმცროსი და უნდა ჰქონდეს მანქანის მართვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
არა, თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ავტომობილი წინასწარი გადახდის გარეშეც. ამ შემთხვევაში დაქირავების საფასური უნდა გადაიხადოთ ავტომობილის მიღებისას. ჩვენს კომპანიაში კლიენტებთან ურთიერთობა დამყარებულია ნდობაზე. ჩვენ მხოლოდ გთხოვთ, რომ წინასწარ გვაცნობოთ დაჯავშნის გაუქმების შესახებ, დაახლოებით 48 საათით ადრე, რათა სხვამ შეძლოს საქართველოს წარმოუდგენელი სილამაზით სიამოვნება.
და თუ თქვენ წინასწარ გადაიხდით თქვენი შეკვეთის საფასურს, ამ შემთხვევაში დამატებით ფასდაკლებას მიიღებთ.
დღეს ჩვენს მიერ გაწეული მომსახურებების საფასურის გადახდა შესაძლებელია საკრედიტო ბარათით, საბანკო გადარიცხვით ან ნაღდი ანგარიშსწორებით.
ჩვენს კომპანიაში კლიენტებისთვის ხელმისაწვდომია შეუზღუდავი გარბენი დაქირავებულ ავტომობილზე, რაც თავიდანვე შეტანილია ღირებულებაში.
თქვენი შეკვეთის შესაცვლელად თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან განახორციელოთ ცვლილება ონლაინ. საიტი www.etscars.com საკუთარ სტუმრებს სთავაზობს უკვე განხორციელებული ჯავშანის შეცვლის შესაძლებლობას. ამასთან, განყოფილება აუცილებლად შეცვლის ჯავშანს შემოსული მოთხოვნის საფუძველზე და კლიენტს შეკვეთის ახალ ნომერს გაუგზავნის.
პირველ რიგში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანის გადაადგილება აკრძალულია, ასევე აუცილებელია საგზაო საპატრულო სამსახურთან და ჩვენს კომპანიასთან დაკავშირება ქირავნობის ხელშეკრულებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, შემდეგ კი უშუალო დამზღვევთან შეტყობინების გაგზავნა. თქვენ პროფესიონალურ დახმარებას გაგიწევენ ჩვენი კომპანიის გამოცდილი სპეციალისტები.
ავტომობილის ძლიერი დაზიანების და მართვის შეუძლებლობის შემთხვევაში მოხდება მისი ჩანაცვლება.
ჩვენთან კლიენტებს სთავაზობენ სამი სახეობის სადაზღვევო პაკეტს:
სტანდარტული დაზღვევა.
ნახევრად-სრული დაზღვევა.
სრული დაზღვევა.
ქირავნობის დადებული ხელშეკრულების თანახმად არ არსებობს რაიმე შეზღუდვები საქართველოში მგზავრობისას, გარდა უშგულის, ომალოს, გერგეთის, რაიონის და გოდერძის უღელტეხილისა, რადგანაც ამ რაიონებში მგზავრობისათვის საჭიროა პროფესიონალური მომზადება. მოუმზადებელი მძღოლებისთვის ეს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.
ეს შესაძლებელია კლიენტის სურვილის მიხედვით და დამატებითი საფასურის გადახდის საფუძველზე.
როდესაც დაჯავშნა ხორციელდება საიტზე www.etscars.com, ჩვენი განყოფილება ყოველთვის სთხოვს კლიენტებს მართვის მოწმობას და პასპორტს ექსპრეს მომსახურებისათვის. ამიტომ, ადგილზე ჩამოსვლისას აუცილებელია ხელშეკრულების ხელმოწერა, გადახდა და თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ თქვენი ავტომობილით.
ხელშეკრულების გაფორმებას სჭირდება 5-10 წუთი.
რათა გაიგოთ მეტი დამატებითი მომსახურებების შესახებ, გთხოვთ, მიყევით „დამატებითი მომსახურებების“ ბმულს.
თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ დამატებითი მომსახურებები ონლაინ ან ელექტრონული ფოსტით.
ერთი საათით დაგვიანების შემთხვევაში, არანაირი დამატებითი საფასურის გადახდა არ არის საჭირო. ორი საათით დაგვიანების შემთხვევაში 30 ლარის ოდენობით დამატებითი საფასურის გადახდა მოგიწევთ. 2 საათზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში ერთი დღის საფასურს გადაიხდით.