ზარის შეკვეთა

წესები და პირობები

ხელშეკრულების დადებისას უშუალო დამქირავებელი ადასტურებს და სრულად იღებს ყველა შეთანხმებულ პირობებს და გამოხატავს საკუთარ თანხმობას მათზე.

დამქირავებლის კვალიფიკაცია

ავტომობილის გასაფორმებლად დამქირავებელი წარმოადგენს პასპორტს, მართვის მოწმობას და საბანკო საკრედიტო ბარათს. საერთაშორისო ტიპის მოწმობა მოითხოვება მაშინ, როდესაც დამქირავებლისთვის გაცემულ მოწმობაში მნიშვნელოვანი მონაცემები შეტანილი არ არის ლათინური ასოებით და, ასევე, აშშ-ში მცხოვრები პირებისგან.

ავტომობილების გაქირავება წარმოებს 21 წელს მიღწეულ და უფროსი ასაკის მოქალაქეებზე, რომელთაც გააჩნიათ მინიმუმ ერთი წლის მართვის გამოცდილება.

ავტომობილის უფლებამოსილი დამქირავებელი

დადებული ხელშეკრულების თანახმად, ETS-ის კომპანიის ავტომობილის მართვის უფლება აქვს მხოლოდ უშუალო დამქირავებელს. სხვა რომელიმე პირს, რომელსაც სურვილი ექნება მართოს გაქირავებული ტრანსპორტი, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია, როგორც დამატებითმა მძღოლმა და აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საკუთარი პასპორტი და მის ხელთ არსებული მართვის მოწმობა. ასეთი მომსახურებისათვის საჭირო იქნება მცირე ოდენობის საფასურის გადახდა.

დამქირავებელი სრულად ეთანხმება იმას, რომ ის ხდება უფლებამოსილი პირი და ტრანსპორტის სამართავად არ დაუშვებს რომელიმე უცხო პირს, რომელიც:

1. არ შეესაბამება ETS სატრანსპორტო კომპანიის მინიმალურ გაცხადებულ მოთხოვნებს ან იმ კანონს, რომელიც არეგულირებს მძღოლის ასაკობრივ ფარგლებს, მითითებული მართვის მოწმობის მოქმედების ვადას და სხვა არსებულ მოთხოვნებს;

2. არ არის დარეგისტრირებული გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებაში და არ არის უფლებამოსილი ETS-ის პერსონალის მიერ;

3. იმყოფება ალკოჰოლის, ნარკოტიკების ან სხვაგვარი ისეთი ზემოქმედების ქვეშ, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს სწრაფი რეაგირების უნარზე.

დაქირავებული ავტომობილის მიღება და ჩაბარება

1. კომპანია ETS უზრუნველყოფს უშუალო დამქირავებელს ავტომობილით, სრულიად გამართულ და სუფთა მდგომარეობაში, საწვავით შევსებული ავზით და დოკუმენტების აუცილებელი პაკეტით.

2. უშუალო დამქირავებელმა უნდა დაუბრუნოს ტრანსპორტი ETS-ის ხელშეკრულებაში ზუსტად მითითებულ ადგილზე და იქვე მოცემულ დროს, იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ავტომობილი იქნა დაქირავებული, იმავე დოკუმენტებით და დამატებითი თანმხლები აქსესუარებით, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით.  

3. დამქირავებელი, მიღების დროს ავტომობილის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ, ხელშეკრულების ხელისმოწერისას ეთანხმება, რომ ავტომობილი სრულად შეესაბამება აღწერილობას, რომელიც მოცემულია მიღება/ჩაბარების ოქმში და რომელიც ქირავნობის ხელშეკრულების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. დამქირავებელი ეთანხმება, რომ ქირავნობის პერიოდში ის სრულად იქნება პასუხისმგებელი და გამოყენებისას გაუფრთხილდება ტრანსპორტს, ტექნიკურ აღწერასთან, დოკუმენტების პაკეტთან და სხვადასხვა დამატებით აქსესუარებთან შესაბამისობაში.

4. ქირავნობის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად უშუალო დამქირავებელმა აუცილებლად უნდა დაუბრუნოს მიღებული ავტომობილი ETS კომპანიას ზუსტად განსაზღვრულ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამქირავებელი სრულად პასუხისმგებელია ავტომანქანაზე ETS-ის წარმომადგენლის მოსვლასა და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე.

5. თუ დამქირავებელს არ შეუძლია დანიშნულ დროსა და ხელშეკრულებაში აღნიშნულ ადგილას მანქანის დაბრუნება, კომპანია ETS-ს სრული უფლება ექნება მიიღოს დამატებითი საფასური: ორი საათით დაგვიანებისათვის 30 ლარის ოდენობით, ხოლო ორ საათზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში კი  მთელი დღის შესაბამისი ანაზღაურებით. თუ უშუალო დამქირავებელი არ დააბრუნებს ავტომობილს წინასწარ დანიშნულ ადგილას, რომელიც ამავდროულად არ არის ETS-ის ოფისი, ან მანქანის დაბრუნება არასამუშაო საათებში ხორციელდება, მაშინ მას ეკისრება დამატებითი ხარჯები კონტრაქტის პირობვების დარღვევისთვის.

6. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნებული ტრანსპორტი უფრო მეტ დასუფთავებას მოითხოვს, ვიდრე ეს ჩვეულებრივი დასუფთავებისას არის საჭირო, უშუალო დამქირავებელმა უნდა გადაიხადოს 80 ლარის ოდენობის თანხა ავტომობილის დასუფთავებისათვის. თუ ტრანსპორტი უფრო ნაკლები საწვავით გამართული ავზით დაბრუნდება, ვიდრე ეს მიღების მომენტისათვის იყო ქირავნობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული, მაშინ კლიენტი მთლიანად პასუხისმგებელი იქნება საწვავის გაწეული ხარჯებისათვის. დამატებითი მცირე გადასახადი 2.5 ლარის ოდენობით აუცილებლად იქნება გადასახდელი საწვავის ყოველი ნაკლული ლიტრისთვის. დაბრუნებისას დარჩენილი საწვავი უკან არ ბრუნდება.  

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს არ წარმოადგენს საწვავის გაყიდვას.

პარკირება და საგზაო ჯარიმები

1. თუ ქირავნობის პერიოდში დამქირავებელს დაენიშნება ჯარიმები, ამის შესახებ ეცნობება კომპანია ETS-ს ავტომობილის დაბრუნებისას. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ETS-ს აქვს უფლება ჩამოჭრას ჯარიმის, გაწეული ადმინისტრაციული ხარჯების და სხვა გადასახადების თანხა უშუალო დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საკრედიტო ბარათიდან.

2. დამქირავებელს შეუძლია სატრანსპორტო კომპანიისგან  ნებისმიერ მომენტში მიიღოს იმ დარღვევების შეტყობინების აუცილებელი ასლი, რომელიც მის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული.

3. თუ ის ჯარიმები, რომლებიც აღნიშნულია სექციაში “პარკირება და საგზაო ჯარიმები“ სრულად იქნება გადახდილი ETS-ის მიერ, მაშინ უშუალო დამქირავებელმა უნდა აანაზღაუროს ეს ხარჯები და ასევე, უნდა დაფაროს გაწეული იურიდიული ხარჯები გამქირავებლის პრეისკურანტის მიხედვით.  

4. გასაფორმებელი ხელშეკრულების ხელმოწერისას უშუალო დამქირავებელი ეთანხმება, რომ ის სრულად აგებს პასუხს საგზაო სახის და არასწორი პარკირებისთვის გამოწერილ ჯარიმებზე, რომლებიც მან ავტომობილის ექსპლუატაციის დროს მიიღო, მოქმედი კანონმდებლობისა და მისგან გამომდინარე შედეგების ჩათვლით.

მიღებული პირობების მოქმედების პერიოდი

ნებისმიერი უთანხმოებები, რაც შეიძლება წარმოიქმნას დამქირავებელსა და კომპანიას შორის, გადაწყდება მოლაპარაკებების გზით მხარეებს შორის. უთანხმოების შემთხვევაში, წარმოქმნილი დავა უცილობლად დარეგულირდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პირადი ინფორმაცია

ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას უშუალო დამქირავებელი სრულად ეთანხმება და მისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ETS-ს ნამდვილად გააჩნია მისი პირადი ინფორმაციის შენახვისა და გამოყენების უფლება, საკუთარი საჭიროებების მიხედვით, მაგალითად სტატისტიკური ანალიზის ჩატარების, გადამხდელუნარიანობის შემოწმებისა და სატრანსპორტო კომპანია ETS-ის საკუთრების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

ამასთან, დამქირავებლის მხრიდან დადებული ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების დარღვევისას კომპანია იტოვებს უფლებას, ინფორმაცია გადასცეს ხელისუფლების წარმომადგენელ პირებს.

დაქირავებული ავტომობილის გამოყენება

მძღოლმა უნდა განახორციელოს ავტომობილის მართვა  სარეგისტრაციო ნორმებთან და ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შესაბამისობის დაცვით. ამავე დროს, ავტომობილი აუცილებლად უნდა იქნეს პარკირებული მხოლოდ პარკირების ზონებში. დამქირავებელი მთლიანად აგებს პასუხს ტრანსპორტის დოკუმენტების პაკეტზე, რომელიც მას კომპანია ETS-ის თანამშრომლებმა გადასცეს.

ავტომობილის გამოყენება აკრძალულია:

1. დაგეგმილი არაკანონიერი ქმედებებისთვის;

2. არაუფლებამოსილი პირებისთვის მანქანის გადასაცემად;

3. იმ ტერიტორიაზე სამგზავროდ, სადაც აკრძალულია მანქანით სიარული;

4. სხვა პირისთვის მართვის სწავლებისათვის;

5. რბოლის ჩასატარებლად;

6. საგზაო მოძრაობის წესებისა და სხვა ნორმატიული აქტების დასარღვევად;

7. ცხოველების ტრანსპორტირებისთვის, რაც შესაძლოა ნებადართული იყოს მხოლოდ კომპანია ETS-ის თანამშრომლების თანხმობის საფუძველზე, სათანადო გალიების გამოყენების შემთხვევაში.

მართვის შეზღუდვა

საქართველოს ფარგლებს გარეთ მართვა დასაშვებია მხოლოდ ETS-ის პერსონალის მიერ დამტკიცებული წინასწარი წერილობითი ნებართვის საფუძველზე. ასეთი სპეციალური ნებართვა თანდართული უნდა იყოს ქირავნობის ხელშეკრულებაზე.

დროებით აკრძალულია ავტომობილის მართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ასევე აკრძალულია მართვა უშგულის, ომალოს, გერგეთის რაიონებში და გოდერძის უღელტეხილზე რადგანაც ამ რაიონებისთვის პროფესიონალური მომზადებაა საჭირო. მოუმზადებელი მძღოლებისთვის ეს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

აკრძალულია მართვა უგზოობის ზონებში.

პასუხისმგებლობა საკუთრებაზე

ETS-ს არ გააჩნია პასუხისმგებლობა იმ საკუთრებაზე, რომელიც დარჩება დამქირავებელს ავტომობილში. ამის თავიდან ასაცილებლად, დამქირავებელმა ყურადღებით უნდა შეამოწმოს ავტომობილი მისი დაბრუნების დროს.

ავტოსაგზაო, დაზიანებების, ქურდობის და ვანდალიზმის შემთხვევები

1. დამქირავებელი ვალდებულია ავტოსაგზაო შემთხვევისას დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საგზაო პოლიციას, ETS-ის და სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენელს, არ გადადგილოს ავტომანქანა საგზაო პოლიციის მოსვლამდე და შედგენილი ოქმი წარუდგინოს ETS-ის და სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენელს.

2. ავტოსაგზაო შემთხვევისას დამქირავებელს არ აქვს უფლება თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ან გაათავისუფლოს შემთხვევის მეორე მხარე პასუხისმგებლობისაგან თავისი პირადი გადაწყვეტილებით, ETS-ის ნებართვისა და პოლიციის თანდასწრების გარეშე. თუ დამქირავებელი არ ასრულებს ამ ინსტრუქციებს, მაშინ ის ხდება პასუხისმგებელი ავტომობილისთვის მიყენებულ ზიანზე.

3. დამქირავებელი ვალდებულია შეინახოს საბუთები, გასაღებები, დისტანციური მართვის  პულტი და გატაცების საწინააღმდეგო სისტემა. სატრანსპორტო საშუალების გატაცების შემთხვევაში დამქირავებელმა ზემოთ ჩამოთვლილი საგნები უნდა გადასცეს კომპანია ETS-ს.

4. დამქირავებელი ვალდებულია ითანამშრომლოს ETS-სთან და სადაზღვევო კომპანიასთან ავტოსაგზაო შემთხვევის, ქურდობის და/ან ვანდალიზმის გამოძიების საქმეებში. ამ პუნქტების უგულებელყოფის შემთხვევაში, დამქირავებელს დაეკისრება სრული იურიდიული და ფინანსური პასუხისმგებლობა.

5. კომპანია ETS-ს გააჩნია უფლება სატრანსპორტო საშუალების იმ დაზიანების კომპენსაციაზე, რომლებიც ავტომობილის დაბრუნების მომენტში არ იქნა აღმოჩენილი, შემდეგ გარემოებების საფუძველზე: სიბნელე, ამინდის პირობები, ჭუჭყი, ავტომობილის ადგილმდებარეობა. თანახმად პუნქტისა “დაზიანებები, შემთხვევები, ქურდობა და ვანდალიზმი“, ETS-ს გააჩნია კომპენსაციის უფლება მხოლოდ იმ დანაკარგებისა და დაზიანებებისთვის, რომლებიც აღმოჩენილი იქნა დამქირავებლის მიერ ავტომობილის დაბრუნებიდან არაუგვიანეს 36 საათის განმავლობაში.

გადახდის პირობები

1. ქირავნობის ხელშეკრულების ხელმოწერისას დამქირავებელი ეთანხმება ETS-ს კომპანიის უფლებას, ჩამოჭრას ყველა ხარჯები მის მიერ წარმოდგენილი საკრედიტო ბარათიდან, ან სხვა გადახდის განხორციელების სხვა მეთოდის გამოყენებით, რომელიც მიღებულია დამქირავებლის მიერ. ამისათვის კომპანია ETS-ს აქვს უფლება, დაბლოკოს დეპოზიტური თანხა 330-400 ლარის ოდენობით.  დეპოზიტურ დაკავებულ თანხას ბლოკი მოეხსნება 21 სამუშაო დღემდე პერიოდში ავტომობილის დაბრუნებიდან. ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელი სრულად აგებს პასუხს იმ ხარჯების დაფარვაზე, რაც ავტომობილის გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში იმ კურსით, რომელიც დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისთვის. მიიღება ყველა სახის საბანკო ბარათები.

სადაზღვევო პაკეტები

სატრანსპორტო კომპანია ETS კლიენტებს სთავაზობს 3 სახეობის სპეციალურ სადაზღვევო პაკეტს: სტანდარტულ პაკეტს, ნახევრადსრულ პაკეტს და სრულ პაკეტს.

1. სტანდარტული სადაზღვევო პაკეტის ფასი თავიდანვე შეტანილია ავტომობილის დაქირავების საფასურში და ამავე დროს წარმოადგენს: დაზღვევას ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაქირავებული ავტომობილის ავარიით გამოწვეული ყოველგვარი ზიანის დასაფარად, მოულოდნელი ქურდობისგან დაცვის უზრუნველყოფას, გადასაყვანი მგზავრების დაზღვევას, და ასევე მონაწილე მესამე პირის აუცილებელ დაზღვევას.

ჩვეულებრივი სტანდარტული პაკეტის არჩევისას იბლოკება გარკვეული დეპოზიტური თანხა. ფრანშიზა ამ დროს შეადგენს დაახლოებით 330-400 ლარს, დაქირავებული ავტომობილის ჯგუფის შესაბამისად და ბლოკი იხსნება ავტომობილის კომპანიისთვის იმავე მდგომარეობაში დაბრუნების შემთხვევაში, რა მდგომარეობაშიც ჩაიბარა ის დამქირავებელმა, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით.

სადაზღვევო პაკეტი იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელი დაზიანებებისა და მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ შეატყობინებს კომპანიას 24 საათის განმავლობაში.  

2. ნახევრადსრული სადაზღვევო პაკეტი მოქმედებს ყველა სახის ზიანის დასაფარად, მინებისა და საბურავების გამოკლებით. ნახევრადსრული დაზღვევა ითვლება დამატებით გაწეულ მომსახურებად, ყოველდღიური საფასურით 25 ლარის ოდენობით და 170 ლარის საერთო გადასახადით ქირავნობის მთელი პერიოდისთვის, მიუხედავად ვადებისა.

3. სრული სადაზღვევო პაკეტი შედგება სტანდარტულად განხორციელებადი დაზღვევისაგან, მაგრამ სტანდარტულ სადაზღვევო პაკეტთან შედარებით თანხა, რომელიც ექვემდებარება ზარალის დაფარვას ნულს უდრის.

კერძოდ სრული სადაზღვევო პაკეტის არჩევის შემთხვევაში აუცილებელი ყოველდღიური საფასური იქნება 35 ლარი. საფასურის მაქსიმალური საერთო თანხა ქირავნობის მთელი პერიოდისთვის შეადგენს 245 ლარს. ეს თანხა უკან არ ბრუნდება.

სადაზღვევო პაკეტის არჩევა გავლენას არ ახდენს ფრანშიზის თანხაზე.

გამოყენებული სადაზღვევო პაკეტების ყველა სახეობები ითვლება მოქმედად, თუ:

- უშუალო მძღოლის სახელი ჩაწერილია ETS-სთან გაფორმებულ ქირავნობის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში.

- დამქირავებელი არ იყო ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ზემოქმედების ქვეშ.

- თუ სადაზღვევო კომპანია და ETS დროულად იქნენ ინფორმირებული საგზაო შემთხვევის ან დაზიანების შემთხვევის შესახებ.

ქირავნობის ხელშეკრულების ხელმოწერისას დამქირავებელი ადასტურებს, სრულად იღებს ამ პირობებს და ეთანხმება მათ.