საქართველოს ყველა კუთხე თავისი განსაკუთრებულობით, ბუნებით და ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. რისი ნახვა შეგვიძლია საქართველოს სამხრეთ ნაწილში?
სამხრეთ საქართველოში აუცილებლად უნდა ესტუმროთ ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსს, კლდეში ნაკვეთ ქალაქს. მტკვრის ხეობაში ქართული ხუროთმოძღვრების ეს შუასაუკუნეების ძეგლი აშენებულია XII-XIII საუკუნეებში გიორგი III-ს და თამარ მეფის განკარგულებით. კომპლექსი თავიდან კლდეში უცხო თვალისგან გადამალული იყო. მას შემდეგ, რაც მიწისძვრის დროს კლდის ნაწილი ჩამოინგრა, სრულად გამოჩნდა გამოქვაბულთა ქალაქი, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს.
ვარძიიდან ერთი საათის სავალზე, ქალაქ ახალციხის მახლობლად, მდებარეობს ციხე-სიმაგრე რაბათი. ციხე-სიმაგრე ახლახან იქნა რესტავრირებული. აქ შეიძლება საინტერესოდ გაატაროთ დრო, გაეცნოთ საქართველოს ისტორიას. ციხე-სიმაგრის ფარგლებში ფუნქციონირებს სასტუმროც.
აქვე ახლოსაა ბორჯომის ხეობა და ბორჯომის წყლის წყაროები, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
ქალაქი ბორჯომი პოპულარულ ადგილს წარმოადგენს ოჯახური დასვენებისათვის. ძალზე სასიამოვნოა ბორჯომის პარკში გასეირნება. აქ სუფთა ჰაერი, უამრავი გასართობი და განუმეორებელი ბორჯომის სამკურნალო წყლის წყაროებია.
ასევე, ტურისტებისთვის საინტერესო მოსანახულებელი ადგილია ქალაქი-ციხესიმაგრე დმანისი. აქ უძველესი ევროპელების ნაშთებია აღმოჩენილი, რომელთა ასაკიც 1.85 მილიონი წლით თარიღდება.
ცხადია, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს სამთო კურორტი ბაკურიანი. ის პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს არა მხოლოდ ზამთრის, ასევე ზაფხულის პერიოდშიც. ბაკურიანში მოქმედებს ორი საბაგირო გზა, ერთ-ერთი მათგანი დიდველის მწვერვალს აღწევს, საიდანაც გამაოგნებელი პანორამა იშლება მცირე კავკასიონისაკენ.
სამხრეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში გადასვლა არა მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალებით, არამედ ახალციხიდან მთიანი აჭარის გზითაც არის შესაძლებელი. ეს გზა გაცილებით შორი და ხვეულია, თუმცა მდიდარია სუბტროპიკული ლანდშაფტის განუმეორებელი სილამაზით.
ჩვენი კომპანია თქვენ დამატებით შესაძლებლობებსაც გთავაზობთ დასვენების გასახანგრძლივლებლად. ჩვენი ავტომობილით შესაძლებელია მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში გამგზავრება. ჩვენი კომპანია იმის საშუალებასაც იძლევა, რომ მანქანა სომხეთში ან აზერბაიჯანში დატოვოთ დამატებითი ფასის სანაცვლოდ.
ამგვარად, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ტურის დაგეგმვას საკუთარი გემოვნების მიხედვით, არ შეიზღუდებით ტურისტული სააგენტოებით, საგზურებითა და თავად ქვეყნების საზღვრებითაც კი.
ზღვის სანაპირო, ძველი ციხე-სიმაგრეები, მთაგორიანი ხედები და ადგილობრივი სამზარეულო, ქართველი ხალხის შეუდარებელ კ...
აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე პოპულარული მარშრუტები, რა თქმა უნდა, კახეთში ეწყობა. მეღვინეობის სამშობლოში ულამაზესი...
თუ მოისურვებთ, ბუნების სრულყოფილ სილამაზეს ეზიაროთ, იხილოთ პირველქმნილი პეიზაჟის ველური მშვენიერება და მთების თვალუწვდენელ...